დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (ხუთი მილიონი) გერმანული მარკის ოდენობაზე საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1537 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/07/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KFW“, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი („სესხის ამღები“), 5.000.000,00 (ხუთი მილიონი) გერმანული მარკის ოდენობაზე“ საკრედიტო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს 1998 წლის 4 მარტს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KFW“ მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი („სესხის ამღები“), 5.000.000.000 (ხუთი მილიონი) გერმანული მარკის ოდენობაზე“.
2. საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშემწყობ გერმანულ-ქართულ ფონდსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ერთი თვის ვადაში გაფორმდეს ვალდებულების ხელწერილი. ამათან, 1998 წლის ბოლომდე, ტენდერის საფუძველზე, საქართველოს აკრედიტებული ბანკების მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს მიკროკრედიტების ბანკი, რომელმაც ამავე პერიოდში გააფორმოს ქვესასესხო ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.
3. საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული კრედიტი აისახოს შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში და დაექვემდებაროს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
4. ახლად დაფუძნებულმა საქართველოს მიკროკრედიტების ბანკმა ყოველკვარტალურად, დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ვადებში მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტებს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია.
თბილისი,
1998 წლის 17 ივლისი.
№1537–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები