„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016901
143
25/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
100020020.22.038.016901
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №143

2017 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2015, 100020020.22.038.016486) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.

2. დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულებზე მუდმივი მეთვალყურეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთათვის;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადების უზრუნველყოფა.“.

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ.ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისთვის (შემდგომში – დეპარტამენტის დირექტორი) წარდგენა;

ბ.გ) „ს“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილში მყოფი მსჯავრდებულებისათვის, პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაწესებულების დატოვების  მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“.

3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები

1. დაწესებულების ტერიტორია იყოფა დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილებად.

2. დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად განთავსებული არიან:

ა) მსჯავრდებულები, რომელთაც რისკების შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრათ საშიშროების დაბალი რისკი და დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით გადაყვანილ იქნენ დაწესებულებაში;

ბ) დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლებსაც სასჯელის ვადის დასრულებამდე დარჩათ არანაკლებ ერთი წელი და დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით გადაყვანილ იქნენ დაწესებულებაში.

3. დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც  მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

4. დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დღის განრიგით დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.

5. დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული ვალდებულია სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ან/და სხვა სოციალურ აქტივობებში.“.

5.  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაბალი რისკის ან გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება;“.

6. მე-16 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161  მუხლი:

მუხლი 161. გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების წესი და პირობები

1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს.

2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებული, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის განცხადებით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. განცხადებაში მსჯავრდებულმა უნდა მიუთითოს, რომ თანახმაა, შეასრულოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.

4. დეპარტამენტის დირექტორი განცხადებას იხილავს 1 თვის ვადაში, რა დროსაც მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.

5. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილება მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსების შესახებ აღსასრულებლად ეგზავნება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოსა და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

7. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1 ქვეპუნქტი:

„დ1) პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაწესებულების დატოვებისას/დაბრუნებისას;“.

8. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უსაფრთხოების განყოფილებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებენ განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგ ახორცილებენ ნივთებისა და საკვები პროდუქტების დათვალიერება-შემოწმებას ამანათის მომტანი პირის თანდასწრებით.“.

9. 32-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დატოვოს დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობითა და ვადით:

ა) დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში;

გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა.“.

10. 35-ე მუხლს მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

 „11. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებით, დაწესებულება არ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის კვებას, მის მიერ დაწესებულების დატოვების პერიოდისათვის.“.

11. 37-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამანათიდან/გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტსა და დაწესებულების დირექტორს.“.

12. 39-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაბალი რისკის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი.";

ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულზე სატელეფონო საუბრის უფლება ვრცელდება მის მიმართ დადგენილი რისკის გათვალისწინებით.“.

13. მე-40 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაბალი რისკის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულზე ხანმოკლე პაემნის უფლება ვრცელდება მის მიმართ დადგენილი რისკის გათვალისწინებით.“.

14. 46-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 და 462 მუხლები:

მუხლი 461.  გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების წესი

1. გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება მიეცეს უფლება, დატოვოს  დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობითა და ვადით:

ა) დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში;

გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა.

2. მსჯავრდებული დაწესებულებაში მოთავსებიდან პირველი 14 დღის განმავლობაში არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის მიზნით, მსჯავრდებული ვალდებულია დაწესებულებაში მოთავსებისთანავე განცხადებით მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებაში მითითებული უნდა იყო დაწესებულების დატოვების საფუძველი და დრო, ასევე მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა მის შესახებ არსებული მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, ამ მუხლის მიზნებისათვის დამუშავების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა არ მიმართა დეპარტამენტის დირექტორს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში, განცხადებას უნდა ერთოდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა მსჯავრდებულის სწავლის ან/და მუშაობის შესახებ.

5. დეპარტამენტის დირექტორი განცხადებას იხილავს ორი კვირის ვადაში, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებაზე.

6. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია დაავალოს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეს, გადაამოწმოს მსჯავრდებულის განცხადებაში მითითებული გარემოებები.

7. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შესახებ დადებით გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის ვინაობა, ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო, მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების დასაწყისი და დასასრული, ასევე სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება დაწესებულებაში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

9. გადაწყვეტილების ასლს მსჯავრდებულს გააცნობს დაწესებულების შესაბამისი სამსახური, რასაც მსჯავრდებული გადაწყვეტილების მეორე მხარეს დაადასტურებს ხელმოწერით და დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მსჯავრდებულს არ მიეცემა დაწესებულების დატოვების უფლება.

10. მსჯავრდებულის მოწმობას დაწესებულების დატოვების თაობაზე (დებულების დანართი №13) ავსებს დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს, ხოლო დედანი მოთავსდება მსჯავრდებულის პირად საქმეში. მსჯავრდებული ვალდებულია გაეცნოს მოწმობის უკანა მხარეს არსებულ გაფრთხილებას და ხელმოწერით დაადასტუროს შინაარსის გაცნობა.

11. დაწესებულებიდან გასვლის წინ მსჯავრდებული უნდა გაფრთხილდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

12. დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს დაწესებულებაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

13. მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:

ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.

14. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დატოვა დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

15. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს სურვილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი უფლება შეცვალოს სხვა უფლებით, იგი ვალდებულია დასაბუთებული განცხადებით მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც განცხადებას იხილავს ორი კვირის ვადაში, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი უფლების სხვა უფლებით შეცვლისას, მასზე ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

16. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, დაავალოს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს, მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას, გაუფრთხილებელი ვიზიტით გააკონტროლოს მსჯავრდებულის სასწავლებელში/სამუშაო ადგილზე გამოცხადება, გამოითხოვოს სწავლის/მუშაობის გრაფიკი და მსჯავრდებულის სასწავლებელში/სამუშაო ადგილზე დასწრების აღრიცხვის დოკუმენტი.

17. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მსჯავრდებულმა დაარღვია დაკისრებული მოვალეობები ან მისი ქცევა მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, აღნიშნული დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს.

მუხლი 462.  გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ დაწესებულებიდან გასვლა და დაწესებულებაში შესვლა

1. მსჯავრდებული დაწესებულებას ტოვებს და დაწესებულებაში ბრუნდება მსჯავრდებულის მოწმობის (დებულების დანართი №13) საშუალებით.

2. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული დაწესებულებიდან გასვლამდე და დაწესებულებაში შესვლისას გადის შესაბამის შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე.

3. დაწესებულებაში დაბრუნებისას, მსჯავრდებული დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს ინახავს სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ სათავსებში, ხოლო სათავსის გასაღებს აბარებს დაწესებულების ოპერატიულ მორიგეს.

4. მსჯავრდებულს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერების განკარგვის უფლება აქვს მხოლოდ დაწესებულების დატოვების პერიოდში.

5. მსჯავრდებულს ეკრძალება დაწესებულებაში ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა) ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება.

6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია პერიოდულად, ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნივთიერებებზე გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს მსჯავრდებულს სპეციალური შემოწმების გავლა.

15. 49-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელება.“.

16. 51-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება;“.

18. 75-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 75. დაბალი რისკის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულის წახალისების ფორმები“.

19. 75-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 751  მუხლი:

მუხლი 751. გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;

დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;

ე) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის.“.

20. 77-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 77. დაბალი რისკის ნაწილში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები".

21. 77-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 771 მუხლი:

მუხლი 771. გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილში მყოფი მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები

1. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) გაფრთხილების მიცემა;

ბ) საყვედურის გამოცხადება;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

ვ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;

ზ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

თ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

ი) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

კ) ფულადი გზავნილის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;

ლ) პატიმრობის კოდექსის 71​6 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა 2 თვემდე ვადით.

2. თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და თუ მან ქცევა დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.“.

22. დებულების დანართი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დებულების დანართი №8

მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის

ოქმი

 

 

„_____“ _______________ 20__ წ.                                                        ქ. რუსთავი

 

 

მ/წლის „_____“ _______________ __________ (საათი) ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა):

 

1. _____________________________________________________________________

2. ______________________________________________________________________

3. _____________________________________________________________________

4. ______________________________________________________________________

5. _____________________________________________________________________

 

მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი ––––––––––––––––––––––––––––

 

დარღვევის ადგილი, თარიღი, დრო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დარღვევის შინაარსი:

 

ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის _____ ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების _____ მუხლის _____ პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:

_________________________________________________________________

___________________________________________________________________

___________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

 

დაზარალებული __________________________________________________________________

                                                                           (სახელი, გვარი)

დარღვევის მოწმე __________________________________________________________________

                                                                           (სახელი, გვარი)

 

დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:

1. ___________________________________________________________________

2. ___________________________________________________________________

3. _____________________________________________________________________

4. ____________________________________________________________________

5. _____________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ:

____________________________________________________________________

___________________________________________________________________

_____________________________________________________________________

________________________________________________________________________

______________________________________________________________________

სხვა ინფორმაცია:

_________________________________________________________________________

______________________________________________________________________

________________________________________________________________________

________________________________________________________________________

_______________________________________________________________________

ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით :

 

1. ________________________________________________________________________

2. ________________________________________________________________________

3. ________________________________________________________________________

4. _______________________________________________________________________

5. _______________________________________________________________________“.

 

23. დებულების დანართი №12-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დებულების დანართი №13:

 

დებულების დანართი №13

 

მსჯავრდებულის მოწმობა

დაწესებულების დატოვების შესახებ

 

20__  წლის „____“ „____________“                         №16 პენიტენციური დაწესებულება

 

 

 

მსჯავრდებულის:                                                                          ფოტოსურათი:

 

სახელი ____________________________________________________________

 

გვარი ______________________________________________________________

 

პირადი ნომერი _____________________________________________________

 

პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი _______________________

 

პირადობის მოწმობის ან პასპორტის გამცემი ორგანო, თარიღი

________________________________________________________________

 

დანიშნულების ადგილი ______________________________________________

                                                          (ქალაქი, რაიონი, დაბა, თემი, სოფელი)

 

_____________________________________________________________

 

დაწესებულების დატოვების საფუძველი ______________________________________

დაწესებულების დატოვების დრო ________________________________________

(თვე, რიცხვი, საათი)

 

მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს ____________________________

(დაწესებულებაში დაბრუნების თარიღი დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების შესაბამისად)

 

 

დაწესებულების დირექტორის

სახელი, გვარი და ხელმოწერა

_________________________________________

_________________________________________

 

ვადასტურებ, რომ გავეცანი პატიმრობის კოდექსის 711 მუხლისა და დაწესებულების დებულების 461 მუხლით დადგენილ წესს და გაფრთხილებული ვარ:

1. დაწესებულების დატოვების შემდეგ ვალდებული ვარ, დაწესებულებაში დავბრუნდე დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

2. დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოიწვევს ჩემ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:

ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.

3. მეკრძალება დაწესებულებაში ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება.

4. არ გადავკვეთო საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

5. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების დატოვების უფლებით სარგებლობისას, ჩემ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, დავარღვიე დაკისრებული მოვალეობები ან ჩემი ქცევა მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, შემდგომი რეაგირების მიზნით, დაწესებულების დირექტორი წერილობით მიმართავს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს.

6. ჩემ მიერ პატიმრობის კოდექსის 711 მუხლისა და დაწესებულების დებულების 46​1 მუხლით დადგენილ წესის დარღვევა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ჩაითვლება დისციპლინის დარღვევად და სათანადო დადასტურების შემთხვევაში გამოიწვევს ჩემ მიმართ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

მსჯავრდებულის სახელი, გვარი და ხელმოწერა

 

_________________________________________

 

_________________________________________“.

მუხლი 2
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია 2018 წლის 1 მარტამდე მოახდინოს მსჯავრდებულთა გადაყვანა №16 პენიტენციური დაწესებულების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაუცველად.

 

მუხლი 3
ეს  ბრძანება ამოქმედდეს  2018 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი