„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ნომერი 6-10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016433
6-10
15/12/2017
ვებგვერდი, 21/12/2017
010260030.35.101.016433
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6-10

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს. 

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის  №33-94 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016348) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამების განხორციელების წესის:

1.  პირველი მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ წესის შესაბამისად, ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის პროექტების განმხილველ კომისიებს (შემდგომში კომისიები). კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.“ ;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის ერთ-ერთ კომისიას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე