დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 07/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლისა და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიშს:
ა) სულ 1მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე; საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) დაკმაყოფილდა 1მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა; საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა; პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა; ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა; აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან, 2017 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
|
ანგარიში |
რაოდენობა |
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე |
1 |
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე |
0 |
|
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება |
0 |
|
მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე |
0 |
|
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე |
0 |
|
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე |
0 |
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე |
0 |
|
მოთხოვნა დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ |
0 |
სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო
სკოლის დირექტორის მ/შ ვართუი სარკსიან
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები