დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 174/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 18/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200020000.18.011.016263 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2017 - 23/01/2023)
|
სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ 83 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკებად განისაზღვროს შემდეგი კომერციული ბანკები:
ა) სს „თიბისი ბანკი"; ბ) სს „საქართველოს ბანკი"; გ) სს „ლიბერთი ბანკი". |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველ მუხლში მოცემულ კომერციულ ბანკებს დაუწესდეთ სისტემურობის ბუფერი შემდეგი განაკვეთებით:
ა) სს „თიბისი ბანკი“ – 2.5%; ბ) სს „საქართველოს ბანკი“ – 2.5%; გ) სს „ლიბერთი ბანკი“ – 1.5%. |
მუხლი 3 |
სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე ბრძანების დანართ №1-ში დადგენილი სისტემურობის ბუფერის განაკვეთები მითითებული პერიოდების შესაბამისად. |
მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დოკუმენტის კომენტარები