დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.130.016256 |
47
27/12/2017
ვებგვერდი, 04/01/2018
010250050.35.130.016256
„საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
|
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 24/11/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016242) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. მერის მოადგილეები
1. მერის მოადგილეები ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს, ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
2. მერის მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობს (კურირებს) მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ამ სამსახურის მიერ მომზადებულ წერილებს, მათ შორის საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ საგარანტიო და სხვა წერილებს.
3. მერის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.
4. მერის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
5. მერის მოადგილეებს უფლებამოსილებები უჩერდება საქართველოს ორგანული კანონის ,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო უფლებამოსილება უწყდება, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მერის მოადგილეებს უფლებამოსილებები უწყდება აგრეთვე ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).
6. მერის მოადგილეების თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკითხები წესრიგდება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები