დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 21/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016061 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016001) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
წესს დაემატოს შემდეგი რედაქციის 471 მუხლი:
„მუხლი 471. სამხედრო წოდებების შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებთან გათანაბრება 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსამსახურის სპეციალური წოდების მინიჭებით მიღებისას, ადრე მინიჭებული სამხედრო წოდება უთანაბდება სპეციალურ წოდებას შემდეგი წესით: ა) რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი“; ბ) უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების უმცროსი სერჟანტი“; გ) სერჟანტი, მიჩმანი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სერჟანტი“; დ) უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი სერჟანტი“; ე) მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების ზემდეგი“; ვ) ლეიტენანტი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტი“; ზ) უფროსი ლეიტენანტი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი“; თ) კაპიტანი, კაპიტან- ლეიტენანტი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტანი“; ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორი“; კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი“; ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი“; მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი“; ნ) გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი – ,,სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი“; ო) არმიის გენერალი - ,,სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-პოლკოვნიკი“. 2. სამსახურში მისაღებ კანდიდატს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდება, სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას მიენიჭება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების შესაბამისი წოდება, მიუხედავად თანამდებობისათვის დაწესებული წოდებრივი ზღვარისა.“. |
2.
წესის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურიდან ან სხვა სახელმწიფო უწყებიდან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, სამსახურში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.". |
3.
„მუხლი 521. მოსამსახურეთა რანგირება და კლასი
სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული/დანიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები არ ექვემდებარებიან თანამდებობათა რანგირებასა და კლასების მინიჭებას, ხოლო სამსახურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების არ მქონე მოსამსახურეები თანამდებობათა რანგირებასა და კლასების მინიჭებას ექვემდებარებიან მხოლოდ მათი შრომის ანაზღაურების ფარგლებში. |
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები