„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016300
21
15/12/2017
ვებგვერდი, 21/12/2017
010250050.35.138.016300
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შევიდეს  ცვლილება  ,,ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის  №5 დადგენილებაში (ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge), 17/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016284) და დადგენილებით დამტკიცებული  დანართის:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საორგანიზაციო განყოფილება

II რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი;

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში;

III რანგი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში;

III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი –  საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის  საკითხებში;

III რანგი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – წერილებისა და კადრების საკითხებში“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,   რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე