დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 550 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.020259 |
|
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1621-რს საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილება.
|
მუხლი 2 |
ლიკვიდირებულად გამოცხადდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი 2017 წლის 15 დეკემბრიდან.
|
მუხლი 3 |
1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებები განახორციელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, როგორც უფლებამონაცვლე დაწესებულებამ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შემდგომ მატერიალური ფასეულობები და დოკუმენტაცია გადაეცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ფუნქციებიდან და გადაცემული დოკუმენტაციების შინაარსიდან გამომდინარე, უზრუნველყოს კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისათვის დოკუმენტაციის გადაცემა არა უგვიანეს 2018 წლის პირველი თებერვლისა. |
მუხლი 4 |
დადგენილებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებები დასრულდეს არა უგვიანეს 2018 წლის 17 იანვრისა.
|
მუხლი 5 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 17 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები