„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 15/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020257
549
15/12/2017
ვებგვერდი, 15/12/2017
040030000.10.003.020257
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №549

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის  შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/05/2014, 040030000.10.003.017982) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“;

ბ) მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, განკარგავს ცენტრის სახსრებსა და ქონებას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურასა და ხარჯთა ნუსხას, განსაზღვრავს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

ზ) მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;“;

„ი) მინისტრს ყოველწლიურად (კალენდარული წლის ბოლოს) წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

კ) მინისტრს ყოველწლიურად წარუდგენს ცენტრის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმას (კალენდარული წლის დასაწყისში);

ლ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ცენტრის ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება

1. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.

2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს მინისტრის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.

3. მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მინისტრი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.

3. მინისტრი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს მინისტრი.

5. ცენტრმა, მინისტრის თანხმობითა და კანონით გათვალისწინებული წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურომ სსიპ – საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მიმართებით უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის გზით. 
მუხლი 3
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს სათანადო სამართლებრივი აქტების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭირო ღონისძიებები.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 15 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი