„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016543
93
15/12/2017
ვებგვერდი, 18/12/2017
120170050.22.026.016543
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №93

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატივი შეიძლება შეიცვალოს ამ წესით განსაზღვრული ალტერნატიული ნორმატივით  4 000 მეტრზე თავისუფალი სიარულით, თუ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეუწონელია 3 200 მეტრზე სირბილი ან მას შეუსრულდა 50 წელი.“.

2. მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატივების შესრულებაში  უარყოფითი შეფასების მქონე სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია ნორმატივების გადაბარება არაუმეტეს ორჯერ. ნორმატივების ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია გადააბაროს ნორმატივები. ნორმატივების შესრულებაში ზედიზედ მეორედ უარყოფითი შეფასების მქონე სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხება სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამაზე, რომელსაც შეიმუშავებს და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია მესამედ გადააბაროს ნორმატივები არაუგვიანეს აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში. ნორმატივების ზედიზედ მესამედ ჩაუბარებლობისას სამხედრო მოსამსახურეს ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების მიზნით ზედიზედ მესამედ აიღებს მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დოკუმენტს, იგზავნება ჰოსპიტალში სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად.“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც 2017 წელს ვერ ჩააბარებს ან საპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ფიზიკური ნორმატივების ჩასაბარებლად, ვალდებულია 2017 წლის ფიზიკური ნორმატივები გადააბაროს 2018 წლის 5 თებერვლიდან 10 თებერვლამდე, რომლის ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია ერთი თვის ვადაში გადააბაროს ფიზიკური ნორმატივები. ფიზიკური ნორმატივების შესრულებაში ზედიზედ მეორედ უარყოფითი შედეგის მქონე სამხედრო მოსამსახურე  ჩაირიცხება ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამაზე. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე აბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, რომლის ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ფიზიკური ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება და აღარ მიეცემა მისი გადაბარების უფლება. ფიზიკური ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს ასევე ჩაბარებულად ჩაეთვლება 2018 წლის აპრილ-მაისის ფიზიკური ნორმატივები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია