რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 948
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/12/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
948
05/12/2017
ვებგვერდი, 18/12/2017
რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი კვალითი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №948

2017 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირ კვალითის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

 1. დასრულებულად ჩაითვალოს რ.კ. „საკრედიტო კავშირ კვალითის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 230050486) ლიკვიდაციის პროცესი;

2. რ.კ. „საკრედიტო კავშირი კვალითი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 230050486) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან;

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი რეაგირებისათვის;

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

5. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

მურთაზ კიკორია