დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №47 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.143.016458 |
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №47 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №47 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11/12/2017; 270070000.35.143.016455) და დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. განისაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირებები, საშტატო ნუსხა დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის) და მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №2-ის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის)“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება გავრცელდეს 2017 წლის 1-ლი დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირებები, საშტატო ნუსხა
|
|
დანართი №2
|
მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები