ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში

ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მიღების თარიღი 05/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
05/12/2017
ვებგვერდი, 25/12/2017
ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის ანგარიში
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში რესურსცენტრი) 2017 წლის ანგარიში

   

წარმოგიდგენთ ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის (შემდგომში რესურსცენტრი) 2017 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:      

ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014  წლის 9 დეკემბრის №86 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე  პასუხისმგებელ პირად დადგინდა  ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საქმისმწარმოებელი თეონა ზედელაშვილი.

ა) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში ქ. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე არ შემოსულა არცერთი წერილი,  საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება;

გ) არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ ყოფილა და პასუხისმგებელ პირებს დისციპლინური სახდელი არ მისცემიათ;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტი არ ყოფილა;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ ყოფილა;

ზ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.

 

კახეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი/ქალაქ

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი
რესურსცენტრისუფროსი
დავითაშვილი ეთერ