დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.140.016299 |
|
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2014; ს/კოდი: 010250020.35.140.016107) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
|
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, აპარატის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს.
|
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 3. აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს. მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მომზადება და გამოქვეყნება; ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. ორგანიზაციული და საკონსულტაციო მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში; გ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა; დ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას, კოდიფიკაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას; ე) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე. თავი II. აპარატის სტრუქტურა მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა, დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით. მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები 1.აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) საინფორმაციო-ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. 2. აპარატი შედგება პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან. მუხლი 6. აპარატის საორგანიზაციო განყოფილება და საინფორმაციო-ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 1. საორგანიზაციო განყოფილება: ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ხელშეწყობას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; გ) ორგანიზებას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას; დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში; ვ) ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას, უზრუნველყოფს ელექტრონულ საქმისწარმოების პროცედურებს და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის წესებთან დაკავშირებით, ახორციელებს მასზე ზედამხედველობას, შესრულების კონტროლს და კანონით დადგენილი ვადების დაცვას; ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას; თ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას; ი) აფორმებს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო და სხვა დოკუმენტაციას; კ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს და უზრუნველყოფს საკრებულოში ელექტრონული საქმისწარმოების სრულყოფას. 2. საინფორმაციო- ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს ინტერნეტპორტალის საიტებისა და ინტერნეტგვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის (საკრებულოს დადგენილებები, განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები) მათზე განთავსებას; გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრებს; დ) უზრუნველყოფს საკრებულოში და საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას,საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების ამსახველი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდებას. საკრებულოს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალების მომზადებას, დამუშავებას, შენახვას, სისტემატიზაციასა და გადაგზავნას, საკრებულოს საქმიანობის გაშუქებას, პრესის, მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას; ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; ვ) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოს ორგანოების სხდომებზე, მათთვის სათანადო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თავი III. აპარატის ხელმძღვანელობა მუხლი 7. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი) 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი): ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს; გ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) ადგენს შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად. 3. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (აპარატის უფროსი) საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი) ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (აპარატის უფროსი) არყოფნის შემთხვევაში,მის მოვალეობებს ასრულებს მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის განყოფილების ერთ-ერთი უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. 5. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი) ვალდებულია აპარატში ყველა რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საკრებულოს მიერ დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. მუხლი 8. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) 1. აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი). 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი): ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისა და ამ ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (აპარატის უფროსი) წარუდგენს საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას; დ) პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (აპარატის უფროსი) წარუდგენს წინადადებებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისა და მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენებისა და მივლინების შესახებ, წახალისებისა ან/და დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი (განყოფილების უფროსი) ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის (აპარატის უფროსი) წინაშე. თავი IV.აპარატის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 9. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები აპარატის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. მუხლი 10. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები აპარატის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. მუხლი 12. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო. 2. საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს საკრებულო. 3. აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს მიერ. 4. აპარატის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები