სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
08/12/2017
ვებგვერდი, 15/12/2017
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლა

სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლის2017 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

წარმოგიდგენთ სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2017 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:    

სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლის 2017 წლის 15 სექტემბრის №1/კ-47 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ნატალია სისვაძე.

ა) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 8 (რვა) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა;

ბ) დაკმაყოფილდა 8 (რვა) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა,დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სკოლას არ ჰქონია.

 სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯაროსკოლის 2017 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

8(რვა)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული

8(რვა)

გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული

0 (ნული)

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0 (ნული)

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0 (ნული)

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0 (ნული)

ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0 (ნული)