დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 542 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.020251 |
|
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) მოტივაციების მექანიზმის შექმნა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სისტემაში მონაწილეობისათვის.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაღალი შეფასების მქონე მაძიებელთა ფინანსური მხარდაჭერა.“. 3. მე-4 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაღალი შეფასების მქონე მაძიებელთა ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად: ა) ის მაძიებლები, რომლებიც ჩააბარებენ ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდას პროფილით − „მედიცინა“, მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ერთჯერადი გასაცემლის სახით. ერთჯერადი გასაცემლის ოდენობა განისაზღვრება 1 წლის (11 თვე) სწავლების ღირებულების მაქსიმალური ოდენობით (2 200 (ორი ათას ორასი) ლარი). ამასთან, ერთჯერად გასაცემელს მიიღებს რეიტინგული სიის ყველაზე მაღალი შედეგის მქონე არაუმეტეს 10 მაძიებელი; ბ) მაძიებლები ფინანსურ მხარდაჭერას ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებენ ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით.“. 4. მე-5 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაღალი შეფასების მქონე მაძიებელთა ფინანსური მხარდაჭერა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: ა) მაძიებლები ამ კომპონენტით გათვალისწინებულ ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ ერთჯერადი გასაცემლის სახით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ამ პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებიდან. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ერთ მაძიებელზე 2 200 (ორი ათას ორასი) ლარით; ბ) შერჩეული მაძიებლების ნუსხა, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას (ერთჯერადი გასაცემლის სახით), მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც სამინისტრო უზრუნველყოფს მაძიებლის პირად ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვას.“. 5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მოტივირებული ახალგაზრდების ჩართვა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები