დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 მარტის №ნ-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-25 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 14/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 300170000.64.076.016034 |
|
„პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 მარტის №ნ-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 24 მარტის №ნ-3 ბრძანებით დამტკიცებულ დანართში (სსმ, ვებგვერდი, 27/03/2017; სარეგისტრაციო კოდი: 300170000.64.076.016011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტესტირების 2-ჯერ ჩატარების ორგანიზებას. პირველი ტესტირება ტარდება არაუგვიანეს 2018 წლის 15 თებერვლამდე, ხოლო მეორე ტესტირება – არაუგვიანეს 2018 წლის 1 აპრილამდე. 6. პირველი ტესტირებისათვის განკუთვნილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია სამსახურს წარედგინება არაუგვიანეს 2018 წლის 1 თებერვლისა, ხოლო მეორე ტესტირებისათვის განკუთვნილი განახლებული ტესტური დავალების ნიმუშები – არაუგვიანეს 2018 წლის 15 თებერვლისა. მეორე ტესტირებისათვის განახლებას არ ექვემდებარება და სამსახურთან შეთანხმებას არ საჭიროებს პირველი ტესტირებისათვის წარდგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.". |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები