გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

  • Word
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 13/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
13/12/2017
ვებგვერდი, 19/12/2017
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
გორის მუნიციპალიტეტის მერია

გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 114 განცხადება შემოვიდა. აქედან 114 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 0 განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების 0 შემთხვევა დაფიქსირდა.

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ შემოსულა.

 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში კულტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გიორგი ღვინიაშვილის მიერ (გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი). გადაწყვეტილებათა რაოდენობა 114, მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 0.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯი არ გაწეულა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი არ ყოფილა.

შემაჯამებელი კომენტარი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესების შეჯამება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების /ფაქტების კომენტირება:

 2016 წლის დეკემბრიდან შემდგომ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 114 განცხადება, რომელთაც პასუხი გაეცათ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი