დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:
ა) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 22 (ოცდაორი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა - 22, უარყოფითი პასუხით - 0 ;
გ) დეპარტამენტს გააჩნია მონაცემთა ბაზები, რომელებიც შეიცავენ დეპარტამენტში მომუშავე მოხელეთა პერსონალურ მონაცემებს, სტაჟიორთა პერსონალურ მონაცემებს და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
დ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული 22 წერილიდან თემატიკის მიხედვით 21 წერილი ეხებოდა დეპარტამენტის საქმიანობას, 1 - სხვას.
ე) საანგარიშო პერიოდში დეპარტამენტის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;
ვ) დეპარტამენტმა საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები