„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 21/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016542
92
14/12/2017
ვებგვერდი, 15/12/2017
120010000.22.026.016542
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №92

2017 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27.01.2017, 120010000.22.026.016460) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მათი სტრუქტურული ერთეულების, მოსამსახურის/მოსამსახურეების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირების/შემოწმების (მათ შორის, ფინანსური შემოწმების) ჩატარება და შესაბამისი დასკვნების, აგრეთვე სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური ოქმების შედგენა;’’;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გენერალური   ინსპექციის   არასაიდუმლო/საიდუმლო  საქმისწარმოების უზრუნველყოფა,  აღრიცხვიანობა და არქივის წარმოება;“.

2. მე-4-მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა

გენერალური ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში – დანაყოფი):

ა) ინსპექტირების მთავარი სამმართველო:

ა.ა) სამოქალაქო  მიმართულებით ინსპექტირების სამმართველო;

ა.ბ) სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველო.

ბ) სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო:

ბ.ა) სამოქალაქო  მიმართულებით სამსახურებრივი შემოწმების  სამმართველო:

ბ.ბ) სამხედრო მიმართულებით  სამსახურებრივი შემოწმების  სამმართველო.

გ)  ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

გ.ა) საქმისწარმოების განყოფილება;

გ.ბ) სტატისტიკური აღრიცხვისა და კვლევების განყოფილება.

მუხლი 5. ინსპექტირების მთავარი სამმართველო

ინსპექტირების  მთავარი სამმართველო:

ა) საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სუბიექტების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას (მათ შორის, ფინანსურ შემოწმებას), ამ მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და იყენებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობებს;

ბ)   ინსპექტირების   შედეგების   საფუძველზე   ადგენს   შესაბამის დასკვნებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, აგრეთვე პრევენციულ ღონისძიებებს;

გ) ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ მასალებს სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნის საქართველოს მთავარ პროკურატურას;

დ) მოიპოვებს ინფორმაციას სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;

ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემის სუბიექტებში მიმდინარე ინსპექტირების ოპერატიულ უზრუნველყოფასა და ინსპექტირების ობიექტში/ობიექტებში შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;

ვ) სამინისტროს სისტემის სუბიექტებში ამოწმებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;

ზ) სამინისტროს სისტემის სუბიექტების, მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს/წინადადებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს;

ი) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმების ღონისძიებებს;

კ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.

მუხლი 6. სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო

სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველო:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამართალდარღვევის, მათ შორის დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის და პრევენციის მიზნით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით შემოწმებას (მათ შორის, ფინანსურ შემოწმებას), ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და ამ მიზნით იყენებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაძლებლობებს;

ბ) სამსახურებრივი შემოწმების   შედეგების   საფუძველზე   ადგენს   შესაბამის დასკვნებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, აგრეთვე პრევენციულ ღონისძიებებს;

გ) სამსახურებრივი შემოწმების  შედეგად გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ მასალებს სათანადო რეაგირებისათვის გადაუგზავნის საქართველოს მთავარ პროკურატურას;

დ)  მოიპოვებს     ინფორმაციას     სამინისტროს     სისტემის     სუბიექტების, მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;

ე) ახორციელებს სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას ოპერატიულ უზრუნველყოფასა და შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;

ვ) ამოწმებს სამინისტროს სისტემის სუბიექტებში მოსამსახურის/მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მდგომარეობას მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;

ზ) სამინისტროს სისტემის სუბიექტების მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით, ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს/წინადადებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს;

ი) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებით ახორციელებს სამინისტროს სისტემის სუბიექტების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ან საქმიანობის ცალკეული მიმართულების ინსპექტირებას;

კ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.“.

3. მე-7-მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. მე-10  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10.  ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო

ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს:

ა) გენერალური ინსპექციის არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოებას, აწარმოებს არასაიდუმლო და საიდუმლო დოკუმენტების არქივს;

ბ)   გენერალურ   ინსპექციაში   შემოსული   და   გენერალური   ინსპექციიდან გასული კორესპონდენციის შესრულების მონიტორინგს;

გ) გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისათვის საჭირო ხელის შემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას;

დ) გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;

ე) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების საქმეების აღრიცხვასა და კონტროლის ორგანიზებას;

ვ) ოპერატიული აღრიცხვიანობისა და კონტროლის ორგანიზებას;

ზ) გენერალური ინსპექციის ამოცანებისა და კომპეტენციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სისტემის სუბიექტებისგან შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის გამოთხოვას, მათ შეჯამება-აღრიცხვას და სისტემატიზირებას;

თ) სამინისტროს სისტემის სუბიექტებისგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას, სათანადო კვლევების ჩატარებას, განზოგადებული ანგარიშების შედგენას და შესაბამისი რეკომენდაციების გენერალური ინსპექციის უფროსისათვის მიწოდებას;

ი) სტატისტიკური ფორმების/ინსტრუქციების შემუშავებას და მინისტრისთვის მათ დასამტკიცებლად წარდგენას;

კ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება, ადრესატის განსაზღვრა) და  საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევას;

ლ) გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;

მ) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებს;

ნ) გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს „ჟ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის წლიური ინსპექტირების გეგმას.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დანაყოფის უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 21 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია