„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016540
90
13/12/2017
ვებგვერდი, 15/12/2017
120340000.22.026.016540
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №90

2017 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. დანართი №5-ის:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო საბჭო შედგება 4 წევრისაგან, მათ შორის:

ა) ორი წევრი უნდა იყოს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოსამსახურე, რომელთაგან ერთი უნდა იყოს იურისტის ფუნქციის განმახორციელებელი;

ბ) ორი წევრი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან ერთი უნდა იყოს უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შეარჩევს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. ამასთან, უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს ასეულის მეთაურის ან უფრო მაღალ სამეთაურო თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია