აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ანგარიში

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ანგარიში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს   2017 წლის ანგარიში

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციის საჯაროობის 2017 წლის ანგარიშს.

საანგარიშო წლის განმავლობაში:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარედგინა 15 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით  მომართვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

2. უმაღლესმა საბჭომ კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ შემთხვევაში მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო ერთ შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოთხოვნა რათა დაცული ყოფილიყო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემები.

 3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 13  შემთხვევაში. გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში მიღებულია უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის-რამაზ ბოლქვაძის მიერ. სხდომის დახურვის პირობებში გადაწყვეტილების მიღების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

4.   უმაღლესი საბჭოს აპარატში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში. უმაღლესი საბჭოს აპარატი პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გაცემისას ხელმძღვანელობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მის მიერ მუშავდება, მასთან დაცულია, ინახება და მესამე პირებზე გაიცემა პერსონალური მონაცემები „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.

5. უმაღლესი საბჭოს მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

6. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.