დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04/3894 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია |
| მიღების თარიღი | 11/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ:
ა) 2017 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 53 განცხადება;
ბ) მუნიციპალიტეტის მერის და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებით 50 განცხადება დაკმაყოფილდა;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 3 განცხადებას შემდეგი საფუძვლით: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად “საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადეგნილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“ ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალურის მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“.
დ) 2017 წლის განმავლობაში შეგროვდა საჯარო მონაცემთა ბაზა და საჯარო დაწესებულებათა პერსონალური მონაცემები ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში;
ე) საჯარო მოხელეთა მიერ კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა;
ვ) საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე თანხა არ გადახდილა.
მერი როსტომ სესიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები