დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/12/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016541 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №98 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016447) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის სამმართველო;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „
დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის სამმართველო:
დ.ა) გენერალური შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების მონიტორინგს, ამოწმებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას და მისი გამჟღავნების აღმოფხვრის მიზნით ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს/წინადადებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
დ.ბ) სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
დ.გ) უზრუნველყოფს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლს და შესაბამის საქმისწარმოებას, ახორციელებს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას.“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები