თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

  • Word
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები თელავის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 05/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
05/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
თელავის რაიონული სასამართლო

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო

ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით თელავის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:  მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების   გაცნობას და ა. შ.

2017 წლის განმავლობაში თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა  62  განცხადება მათ შორის:

1. საქართველოს სახალხო დამველის აპარატის - 7;

2. არასამთავრობო ორგანიზაციის - 25;

3. მოქალაქის განცხადება   - 27;

შემოსული განცხადებებიდან 59  მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 3  შემთხვევაში განცხადება არ დაკმაყოფილდა. 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ  სასამართლოს მენეჯერის ნანა თეთრაულის მიერ. 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა თელავის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

თელავის  რაიონული სასამართლოს მენეჯერი                                           ნანა თეთრაული