დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016902 |
|
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13/07/2015, 100110000.22.038.016485) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და 46-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის: ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მსჯავრდებულის გადაყვანა საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.“; ბ) მე-4 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენება.“; გ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დირექტორს. დირექტორი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს გუნდს.“; დ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გუნდისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალების მომზადება 1. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიღებული მსჯავრდებულთა სიის შესაბამისად, სიის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული და მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავსებს ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს. 2. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმაში ისეთი სახის ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილი ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით ეგზავნება გუნდს, საიდუმლოობის შესაბამისი გრიფის მინიჭების გზით.“; ე) მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღრიცხვასა და სისტემატიზაციას ელექტრონული სახით.“; ვ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-13 პუნქტები: „11. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნას დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. 12. ამ მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრისთვის წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 13. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქცევა, დამოკიდებულება ან/და რომლის იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში რისკის გადასაფასებლად. აღნიშნულ ვადაში გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულზე ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები.“; ზ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. მსჯავრდებულის უფლება მისი საშიშროების რისკის განსაზღვრის გადაწყვეტილების გაცნობაზე 1. გუნდის გადაწყვეტილება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტისა, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად ეცნობება მსჯავრდებულს უშუალოდ იმავე დაწესებულებაში დატოვებისას ან სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, ხოლო წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა გადაწყვეტილება და საქმის მასალები. 2. მსჯავრდებულს, წერილობითი მოთხოვნისას, ამ წესის მე-12 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხდომის ოქმი და საქმის მასალები შეიძლება გაეცნოს გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ღია ინფორმაციის მიწოდების გზით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 3. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული: ა) დანართი №2-ის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დისციპლინური დარღვევა, რასაც სახდელის სახით მოჰყვა სამარტოო საკანში მოთავსება/დისციპლინური პატიმრობა ან ჩადენილია ჯგუფურად _________________________________________________________ ________________________________________________________ _____________________________________________________“;
ბ) დანართი №3-ის: ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „(საიდუმლო დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (ივსება დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ)“; ბ.ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. დამოკიდებულება დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან _____________________________________________________________ ________________________________________________________ __________________________________________________________“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები