ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 764გ/კ
დოკუმენტის მიმღები ბათუმის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
764გ/კ
07/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2017 წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,85 განცხადება, მათ შორის:

მოქალაქის განცხადება  -  31

მედიის განცხადება - 9

არასამთავრობო ორგანიზაცია - 27

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი - 10

( ) იპ სამშენებლო ინსპექცია -1

აჭარის ა/

უმაღლესი საბჭო - 3

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1

საქართველოს პარლამენტის წევრი -1

საფინანსო ორგანიზაცია - 2

შემოსული განცხადებებიდან ,,64 მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ,,13” ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ,,06“ არ დაკმაყოფილდა; „2“ დარჩა განუხილველი (ხარვეზის შეუვსებლობისა და განმცხადებლის მოთხოვნის გამო).

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

მარიანა გახოკიძე - 2016 წლის 1 სექტემბრიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით შემოვიდა ერთი საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სასარჩელო წესით.

საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს  ადგილი არ ჰქონია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,

კანცელარიისა და მოქალაქეთა

მისაღები განყოფილების უფროსი                                                                     მარიანა გახოკიძე