დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „საზღვაო ჰოსპიტალი“ |
| მიღების თარიღი | 08/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №245442695, იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102.ბ.) სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს განმეორებით საერთო კრებაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102 ბ, 2017 წლის 27 დეკემბერს, 16:30 საათზე.
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:
1. სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ უძრავი ქონების და მატერიალურ ტექნიკური აღჭურვილობის შპს „მედ ემერჯენსისთვის“ იჯარით გადაცემის შესახებ მდებარე ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ.
2. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საზღვაო ჰოსპიტალის წესდების ახალი რედაქციის დასამტკიცებლად წარდგენა.
3. სხავადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ დირექტორატში.
დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა როგორც კრებაზე, ასევე წერილობით, თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნება 2017 წლის 18 დეკემბრამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან ის აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, 2017 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით.
სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ დირექტორი მინდია სურმანიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები