დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებიდან და სასაზღვრო ნაწილებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის გადაადგილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/11/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებიდან და სასაზღვრო ნაწილებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის გადაადგილების შესახებ
უკანასკნელ პერიოდში მასიური ხასიათი მიიღო საქართველოს ტერიტორიიდან ან მისი გავლით შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის გადაადგილებამ, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ სახელმწიფოებთან,
გახშირდა საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებიდან და სასაზღვრო ნაწილებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღების საბრძოლო მასალებისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის უკონტროლო გადაადგილების ფაქტები.
გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული იარაღის გადაადგილება ერთ-ერთ მიზნად ისახავს აგრეთვე აფხაზ სეპარისტთა შეიარაღებას,
ზემოაღნიშნულმა ფაქტებმა, გარდა მათი პოლიტიკური შედეგებისა, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოქალაქეებს,
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დასაცავად, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო სუვერენტიტეტის წინააღმდეგ მიმართული ფაქტების აღსაკვეთად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. აიკრძალოს საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებიდან და სასაზღვრო ნაწილებიდან საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ შემარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის ყოველგვარი გადაადგილება საქართველოს შესაბამის ორგანოებთან (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) შეთანხმების გარეშე.
2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწარმოონ მოლაპარაკება ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაჯგუფებისა და საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობასთან საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებიდან და სასაზღვრო ნაწილებიდან საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის გადაადგილების რეჟიმისა და რეგისტრაციის წესის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1997 წლის 14 ნოემბერი.
№1110–I ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები