„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017041
450
15/12/2017
ვებგვერდი, 15/12/2017
230210000.22.033.017041
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №450

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-6 მუხლის:
ა) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული  საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-01) რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება გამოცხადებისას საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ ელექტრონული დადასტურებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

15. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება ფოთის საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.“;

ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 1 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება მეორე საბაჟო საწყობში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.“.


 

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;“.

3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი არ ხორციელდება მოწმობით, – შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის თარიღიდან;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე