ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 11/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
154
11/12/2017
ვებგვერდი, 12/12/2017
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

საქართველოს    ზოგადი   ადმინისტრაციული    კოდექსის    49-ე    მუხლის    შესაბამისად,

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის ანგარიში

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია 6 განცხადება, აქედან 1 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, 5 მოთხოვნა დაფიქსირდა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირისგან. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნა აღნიშნულ პერიოდში  არ  დაფიქსირებულა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული,   საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და წესით.   საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია საკრებულოს აპარატის   პირველი   კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნინო ჯმუხაძე. სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსამსახურეთა პერსონალური მონაცემები დაცულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

 

შუქურა ჯაფარიძე

საკრებულოს თავმჯდომარე