დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 201 7 წლის ანგარიშ ი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ დებულებების შესრულების თაობაზე
(საანგარიშო პერიოდი მოიცავს 201 6 წლის 10 დეკემბრიდან 201 7 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას)
2017 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სულ რეგისტრირებულია 112 განცხადება, მათ შორის 25 განცხადება - ფიზიკური პირისგან, ხოლო 87 განცხადება - იურიდიული პირისაგან.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში (10.12.201 6-10.12.201 7) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით დაკმაყოფილებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე 111 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნა, მათ შორის 201 6 წლის ანგარიშში ასახული 1განცხადება, რომელზეც მიმდინარეობდა საქმისწარმოება. რეგისტრირებული 112 განცხადებიდან პასუხიგაეცა 111 განცხადებას.
ხოლო მოცემული ეტაპისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სამინისტროში შემოსულ 1 განცხადებაზე ამჟამად მიმდინარეობს საქმისწარმოება.
უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს არცერთი განმცხადებლისათვის არ გაუცია.
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 8 განმცხადებლის მოთხოვნა, რადგან მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ნაწილი წარმოადგენდა პიროვნების მაიდენტიფიცირებელ პერსონალურ მონაცემს, რომელთა გაცემაც მესამე პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია მოსაკრებლის გადახდის გარეშე გასაცემი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა.
,,მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში არცერთ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაუხდია.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდებოდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები