სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ანგარიში

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 14/64596
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 11/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
14/64596
11/12/2017
ვებგვერდი, 12/12/2017
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ანგარიში
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიში

 

წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად: 

ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 932 განცხადება, მათგან გაცემულია პასუხი 917 განცხადებაზე, ხოლო 15 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება (სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის  მონაცემები); 

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსული განცხადებებიდან:

1) საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 657 შემთხვევაში;

2)  მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 16 შემთხვევაში;

3)  განხილვის პროცესშია 15 განცხადება;

4) 244 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კატეგორიები: არ მოიპოვება, კონფიდენციალური, პერსონალური, გრიფით „საიდუმლო“ და ცილდება კომპეტენციას).

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სააგენტოს კორესპონდენციის მართვის სამსახურის უფროსი;

მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კორესპონდენციის მართვის სამსახურის უფროსის მიერ;

კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე;

საჯარო ინფორმაციის მოპოვება ხორციელდება შემდეგი პროგრამების საშუალებით:

1) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა „დესი“;

2) ელექტრონული არქივის პროგრამა;

3) Priv-ის ელექტრონული პროგრამა; 

4) SPMS - დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამა

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებზე ინფორმაცია განთავსებულია: 

www.data.gov.ge-ის ვებგვერდზე;

საჯარო ინფორმაცია განთავსებულია:

www.nasp.gov.ge-ის ვებგვერდზე. 

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;

2017 წლის მანძილზე სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოყენებული არ ყოფილა. 

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;

-ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-„პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქ. კანონი;

-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ;

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება -1

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ;

ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

 

  

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

ეკატერინე სისაური