დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 08/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
აღნიშნულ პერიოდში (2017 წლის 7 დეკემბრამდე) სააგენტოში შემოსულია 25 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. აქედან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ყველა მოქალაქეზე და ორგანიზაციაზე.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაფიქსირდა უარის თქმის ერთი შემთხვევა, რადგან წერილში დასმული საკითხი სცილდებოდა სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყველა თანამშრომელზე შეგროვებული და დამუშავებულია პერსონალური მონაცემები. იგივე ხორციელდება ახალი თანამშრომლის მიღების შემთხვევაშიც.
ინფორმაცია, თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მომცველი საინფორმაციო ბაზისა და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ყოველკვარტალურად მიეწოდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემდგომში საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად.
რაც შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლისა და „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევა სააგენტოში არ დაფიქსირებულა.
დირექტორი გურამ ჯალაღონია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები