დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი |
| მიღების თარიღი | 08/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის
2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით
გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და
შეუფერხებლად გაცემის შესახებ
სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტი თავის საქმიანობაში კანონიერების საჯაროობის, გამჭვირვალობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს ინსტიტუტში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და შეუფერხებლად გაცემას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე (www.sao.ge) და ასევე ინსტიტუტის ახალ ვებგვერდზე (www.sai.ge) სისტემატურად ქვეყნდება ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და აღნიშნული მასალის გაცნობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
საანგარიშო პერიოდში ინსტიტუტში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 2 მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ ყოფილა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა არდაკმაყოფილების ან მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევები. ინსტიტუტის არც ერთ მოსამსახურეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო არ დაკისრებია რაიმე სახის დისციპლინური სახდელი, ასევე არ ყოფილა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას ინსტიტუტი ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზებისა და ინსტიტუტის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას, აღნიშნულ საქმიანობას 2017 წლის განმავლობაში ახორციელებდნენ საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, ხოლო ახლა ახორციელებს საორგანიზაციო სამსახური, ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სამსახურში საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები