დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| მიღების თარიღი | 08/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მ/წელს შემოსულია 24 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს მიერ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. საანგარიშო პერიოდში წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინარული სახდელი არ განხორციელებულა.
საანგარიშო პერიოდში წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ თქმულა ან/და სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია და აქედან გამომდინარე თანხები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ არ დახარჯულა.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . გიგინეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები