დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის რაიონული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 07/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ბოლნისის რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი პეტრე ყაველაშვილი.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას და სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.
2016 წლის 08 დეკემბრიდან 2017 წლის 07 დეკემბრამდე ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 18 (თვრამეტი) განცხადება შემოვიდა, რომელთაგანაც 13 (ცამეტი) დაკმაყოფილდა სრულად, 4 (ოთხი) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1 (ერთი) არ დაკმაყოფილდა.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საჩივარი არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები