ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
08/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
ამბროლაურის რაიონული სასამართლო

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით, ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

2016 წლის 10 დეკემბრიდან - 2017 წლის 10 დეკემბრამდე, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 12 (თორმეტი) განცხადება შემოვიდა. 11 (თერთმეტი) განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, ერთი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - მერაბ კობახიძემ.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.

საანგარიშო პერიოდში, საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დასდებია.

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი ვებგვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.