თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
08/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარისვლადიმერ ხუჭუას ბრძანებით დადგენილია თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი - I რანგის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თამაზი სხილაძე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ასლებისგაცემას, ელექტრონულად ინფორმაციის მიწოდებას და სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

201 6 წლის 0 8 დეკემბრიდან 201 7 წლის 08 დეკემბრამდე პერიოდში თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 1 8 განცხადება. აქედან 1 2 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 6 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმაყველა შემთხვევაში ეხებოდა ისეთი საჯარო ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში დაცული არ ყოფილა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

თამაზი სხილაძე - სასამართლოს მენეჯერი - I რანგის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 2012 წლის 20 დეკემბრიდან თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 

სასამართლოს მენეჯერი                                  თამაზი სხილაძე