ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
07/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში
ოზურგეთის რაიონული სასამართლო

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი ზვიად მახარაძე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას და ა.შ.

2017 წლის განმავლობაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ,, 30 “ განცხადება შემოვიდა, მათ შორის:

არასამთავრობო ორგანიზაციიდან - 19

ჟურნალისტისაგან  - 1

ფიზიკური პირისგან - 10

შემოსული განცხადებებიდან ,, 19 “ განცხადება დაკმაყოფილდა,

,, 11 “ შემთხვევაში განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას გადაწყვეტილების მიმღებმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

ზვიად მახარაძე - 2011 წლის 20 მაისიდან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -

სასამართლოს მენეჯერი:                                        ზვიად  მახარაძე