ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის 2017 წლის წლიური ანგარიში

ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის 2017 წლის წლიური ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ – ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
07/12/2017
ვებგვერდი, 18/12/2017
ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის 2017 წლის წლიური ანგარიში
სსიპ – ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლა

სსიპ – ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო

 

სკოლის 2017 წლის წლიური ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიშს:

 

ა) საჯარო სკოლაში სულ შემოვიდა 2 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე საჯარო სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

 

ბ) დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

 

დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნა არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

 

ე) საჯარო სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

 

  ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. საჯარო სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.