დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის განჩინების (საქმე №2/19498-17) უსწორობის გასწორების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/19498-17 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 25/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
№2/19498-17
განჩინება
საქართველოს სახელით
უსწორობის გასწორების შესახებ
2017 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თეა ბერაია
განმცხადებელი: სსიპ _ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი: მამუკა ნოზაძე
მოთხოვნის არსი: ქონების უპატრონოდ ცნობა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ და
გამოარკვია:
2017 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სსიპ _ შემოსავლების სამსახურმა ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისს აღნიშნულ საქმეზე მიღებულ იქნა განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ. აღნიშნულ განჩინებაში დაშვებულია ტექნიკური უსწორობა; ნაცვლად: „კანონის დასახელებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პუბლიკაციის გამოქვეყნება გაზეთ „ახალი თაობაში“ ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს სხვა პირთა პრეტენზიის გამოვლენის მიზნით“ მითითებული უნდა იყოს „კანონის დასახელებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პუბლიკაციის გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს სხვა პირთა პრეტენზიის გამოვლენის მიზნით“.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ უნდა მოხდეს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ განჩინებაში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა და პუბლიკაციის გამოქვეყნება, ნაცვლად გაზეთ „ახალი თაობისა“, უნდა მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის განჩინებაში (საქმე №2/19498-17) გასწორდეს დაშვებული უსწორობა და განჩინებაში, ნაცვლად საჯარო პუბლიკაციის გამოქვეყნება მოხდეს გაზეთ „ახალ თაობაში“ მიეთითოს - საჯარო პუბლიკაციის გამოქვეყნება მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში;
2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიის მეშვეობით.
მოსამართლე თეა ბერაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები