დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.169.016331 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ 2017 წლის 18 აგვისტოს №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016312) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ.“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირება, საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები დანართი 1-ის, დანართი 2-ის, დანართი 3-ის, დანართი 4-ის, დანართი 5-ის, დანართი 6-ის, დანართი 7-ის, დანართი 8-ის, დანართი 9-ის შესაბამისად (დანართი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 თან ერთვის).“. 3. დადგენილების მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის № 26 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.169.016170) და „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის № 14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.35.169.016305). |
| მუხლი 2 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №
21 დადგენილების დანართი 1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი თან ერთვის).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
პოლიტიკური თანამდებობის პირები
|
| ||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები