დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის #34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.110.016315 |
|
,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.110.016297) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
ა) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები