დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.110.016310 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.110.016293) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
ა) პირველი მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით. „მ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ზ) აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს;“. ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები