„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1697-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 410000000.05.001.018606
1697-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
410000000.05.001.018606
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“;

ბ) 35-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია.“.

2. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების რეჟიმი რეგულირდება „მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების (მათ შორის, ინტროდუცენტთა) ნუსხას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებ“.“.

3. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გენერალურ ლიცენზიას აქვს შემდეგი ფორმა:

სახელმწიფო გერბი

 

საქართველო

ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის ლიცენზია

სერია □□ ნომერი □□□□ ტიპი □□□□□

ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი __________

წლის ____  _______________

გაცემულია

____________________________________________________________

   იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, რომელზედაც გაიცა ლიცენზია,

_____________________________________________________________________

მის შესახებ მონაცემები, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა,

_____________________________________________________________________

ძირითადი მიზანი, სამუშაოთა წარმოების წესი

   ___________მიზნით _________________________________________________

     სამონადირეო მეურნეობის ან წყლის ობიექტის 

_____________________________________________________________________

ადგილმდებარეობა, რაიონის, სოფლის დასახელება, კოორდინატები

 

გამოყოფილი ტერიტორიის ან წყლის ობიექტის ფართობი გეგმაზე

______________________________________________________________ჰექტარი

               (სიტყვიერად)

ამოსაღები რესურსის რაოდენობა სახეობათა მიხედვით ______________

                                                                                                                            რესურსის

____________________________________________________________________

(რესურსების) დასახელება, ოდენობა, ამოღების ვადები

 

____________________________________________________________________

 

ლიცენზიის მოქმედების ვადა _________________________________________

                                                              (დაწყების თარიღი)

                                                       _________________________________________

                                                           (დამთავრების თარიღი)

 

გადასახადები რესურსით სარგებლობისათვის სახეობათა მიხედვით

                         _________________________________________________________

                                                                                                          რესურსის დასახელება, ფასი

___________________________________________________________________

 

სალიცენზიო მოსაკრებელი ___________________________________________

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გამოყოფილია

___________________________________________________________________

                                   ტყის სავარგული, წყლის ობიექტი, მიწის ფართობი

19 __წლის ______ ___

____________________________________________________დადგენილებით

                   სახელმწიფო უწყების დასახელება

 

ამ ტერიტორიის საზღვრები დატანილია ლიცენზიის თანდართულ

ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

 

ლიცენზიის დამატებითი პირობები _____________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის დასახელება

ვალდებულია:

− ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ იმ სახეობებით, რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში;

− დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, კვოტები და ვადები;

− ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევს ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფს იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებით სარგებლობაც არ არის დაშვებული;

− არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;

− რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით; საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ტექნოლოგიები;

− აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში წარუდგინოს სამინისტროს;

− განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;

­− დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვაში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად;

− შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ახდენს ცხოველთა სამყაროს ობიექტების შენახვას, დამუშავებას და რეალიზაციას; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები;

− უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა; შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიეკუთვნება იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ და „წითელ ნუსხაში“;

− დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოშობის და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკის და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;

− დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობის და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოშობის შემთხვევაში; მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად;

− შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

____________________

საქართველოს გარემოს დაცვისა და                                    გავეცანი ლიცენზიის

სოფლის მეურნეობის მინისტრი ან                                          პირობებს და

მინისტრის უფლებამოსილი                                          ვკისრულობ მათ შესრულებას:

წარმომადგენელი

____________________                                               _____________________________

ხელმოწერა                                                                 ლიცენზიის მიმღები იურიდიული ან

                                                                                                 ფიზიკური პირის ხელმოწერა

  ბ. ა.                                                                                                                ბ. ა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული და სხვა სახის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

                                                          .“.

4. 61-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1697-რს