„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1620-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.018599
1620-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
010240010.05.001.018599
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სამინისტროებია:

ა) განათლებისა და მეცნიერების;

ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის;

გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების;

დ) თავდაცვის;

ე) იუსტიციის;

ვ) კულტურისა და სპორტის;

ზ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა;

თ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის;

ი) საგარეო საქმეთა;

კ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის;

ლ) ფინანსთა;

მ) შინაგან საქმეთა;

ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.“. 

2. 261 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპეციალური დაწესებულების დებულებასა და შესაბამისი კანონით განსაზღვრულ სხვა ნორმატიულ აქტებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა, გარდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

3. X1 თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ბუნებრივი რესურსების − სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ (ბუნებრივი რესურსების − სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) მართვის  მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) მართვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით, მათ შორის, ცენტრალური აპარატის შესაბამისი ნაწილისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) გადაეცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

5. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სპორტის მართვის მიმართულებით, ასევე მთლიანი ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, გარდა ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებისა) გადაეცეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (სპორტის მართვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მათ სისტემაში არსებული სხვა შესაბამისი უწყებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს.

8. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგვაში არსებული „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი  პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოთ ამ კანონის ამოქმედების შედეგად შექმნილ უწყებებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემაში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.

9. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ−მე-6 პუნქტებში აღნიშნული უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2017 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა აჭარბებდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ჯამურად ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სტრუქტურის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის განსაზღვრული რიცხოვნობა.

10. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვროს ამ მუხლის პირველ−მე-5 პუნქტებში აღნიშნული შესაბამისი უფლებამონაცვლე სამინისტრო.

11. ამ მუხლის პირველ−მე-6 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე სამინისტროებმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

12. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო სამსახურის ბიურომ და ამ მუხლის პირველ−მე-6 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა უზრუნველყონ ამ უწყებების სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გზით.

13. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა სათანადო უწყებების წარდგინებით უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ/გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1620-რს