„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1648-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 410010020.05.001.018617
1648-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
410010020.05.001.018617
„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 501) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოცდას საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. აღნიშნული გამოცდის შედეგების საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭო გასცემს დასკვნას ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. ამ პროცედურების განხორციელებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

2. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შედავების განხილვის პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „საქპატენტთან“ ერთად.“.

3. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება აქვს, სელექციონერის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში შეზღუდოს სელექციონერის უფლება ნებისმიერ ჯიშთან დაკავშირებით, რათა ნება დართოს ფერმერებს, საკუთარ მიწის ნაკვეთში გამრავლების მიზნით გამოიყენონ გასამრავლებელი მასალა, რომელიც მიღებულია მათ მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთში მოწმობით დაცული ჯიშის მოყვანის შედეგად, ან იმ ჯიშთან დაკავშირებით, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტი ან ამ მუხლის პირველი პუნქტი.“.

4. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, დადგენილ ვადაში სელექციონერმა არ წარადგინა ცნობები, საბუთები ან მასალები, რომლებიც აუცილებელია ჯიშის შენარჩუნების შემოწმებისათვის ამ კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე;“.

5. 44-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში იძულებითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული მეცხოველეობისა და მეთესლეობის ეროვნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით.“;

ბ) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებით დგინდება ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ფარგლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედების ვადა, სელექციონერისა და ლიცენზიატის უფლება-მოვალეობანი და ანაზღაურების ოდენობა. იძულებითი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

5. იძულებითი სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები სრულდება და არსებობს ამის აუცილებლობა.

6. თუ იძულებითი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ჩატარებული შემოწმებით დადგინდება, რომ აღარ არსებობს იძულებითი ლიცენზიის მოქმედების საფუძვლები, იძულებითი ლიცენზიის მოქმედება წყდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1648-რს