„გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016415
29
08/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
190040000.35.148.016415
„გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2017 წლის 8 დეკემბერი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/12/2017, 190040000.35.148.016410) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება

1.  სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ხანძრების (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა)   შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარმა   ან/და  მისი  ოჯახის  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა  გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ოცი დღის ვადაში;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

დ) ხანძრის შემთხვევაში ცნობა  საქართველოს   შსს/სსიპ  საგანგებო  სიტუაციების მართვის სააგენტოდან. 

ე) ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის (გარდა განზრახ  გამოწვეული ხანძრისა) მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამართველოდან;

ვ) ხანძრის შემთხვევაში  ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან;

ზ) სტიქიური  მოვლენების შემთხვევაში, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის    მიყენების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან და აქტი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც (პირადი ნომრის მითითებით).

4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მერიის ეკონომიკური სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლი ამოღებულ იქნას.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა.

1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.

2.  ამ წესით გათვალისწინებულ დახმარებაზე მოთხოვნა მოსარგებლე ბენეფიციარ (ფიზიკურ და იურიდიულმა) პირებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ საბიუჯეტო წლის 20 დეკემბრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმარლენ ნადირაძე